ტურინის "იუვენტუსმა" არგენტინელი ფეხბურთელი ენცო ბარენეჩეა დაიმატა. ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა.
ენცო 2019 წლის ზამთარში არგენტინულ "ნიუველს ოლდ ბოიზის" სარეზერვო გუნდში გამოჩნდა და იმავე ზაფხულს თავი შვეიცარიულ "სიონში" ამოყო.
ბარენეჩეა საყრდენი ნახევარმცველია. იგი სულ რაღაც 18 წლისაა და სიმაღლეში 186 სანტიმეტრია. უცნობია რა დაუჯდა "იუვეს" მისი მოყვანა.
"იუვენტუსის" 19 წლამდელთა გუნდი იტალიის პრიმავერა თასზე "ფიორენტინას" დაუპირისპირდება. ჩემპიონატში კი ახალგაზრდა ტურინელები 17 ტურის შემდეგ 30 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ.