
მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსმა სხვა რამეებთან ერთად საფეხბურთო სამყაროც ამოაყირავა. თუ აქამდე სატრასფერო ფანჯარა ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე იყო ღია, წელს ეს ასე არ იქნება.
კერძოდ იტალიაში, ფანჯარა პირველ სექტემბერს გაიხსნება და 5 ოქტომბერს დაიხურება.
სერია ა-ს გასული სეზონი 2019 წლის 24 სექტემბერს დაიწყო (სწორედ ამ დღეს დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა) და 2020 წლის 2 აგვისტოს დასრულდა.
რაც შეეხება მომავალ სეზონს, ის 19 სექტემბერს დაიწყება და 23 მაისს მორჩება.
ასე და ამგვარად, სეზონის დაწყებიდან 16 დღის განმავლობაში კვლავ იქნება სატრანსფერო ფანჯარა ღია.
მანამ კი, უახლოესი 11 დღე ნურაფრის იმედი უნდა ჰქონდეს ტურინულ გულშემატკივარს, რადგან "იუვენტუსი" ჯერ რაიმე სახის ტრანსფერს ვერ განახორციელებს (თუ წინასწარი შეთანხმება არ აქვს, წელს არტურის, შარშან კი რემზის მაგალითზე).