logo

როგორ განახორციელა "იუვემ" მეორედ ბუფონის ტრანსფერი და კიდევ რა შემოთავაზებები ჰქონდა იტალიელს?

როგორ განახორციელა "იუვემ" მეორედ ბუფონის ტრანსფერი და კიდევ რა შემოთავაზებები ჰქონდა იტალიელს?

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა, სილვანო მარტინამ ახსნა, თუ როგორ დაიმატა "იუვენტუსმა" მეორედ იტალიელი და კიდევ რომელი კლუბები ინტერესდებოდნენ მისით.

"იუვენტუსისგან" შემოთავაზება მაშინ მოვიდა, როდესაც "პორტოსთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. ინტერესი ბრაზილიიდანაც იყო, ასევე სურვილი გამოთქვა "ბარსელონამაც". ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, გავითვალისწინეთ ოჯახის კონტექსტიც, კიდევ ერთხელ სხვა ქვეყანაში გადაადგილება რთული იქნებოდა, ამიტომ ბუფონი დაბრუნდა კლუბში, სადაც მან დაუვიწყარი ემოციები განიცადა", - განაცხადა აგენტმა.

ბუფონი "იუვენტუსში" 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა "პარის სენ ჟერმენიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით.


7 თვის წინ
1002 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-