რა შანსებია იმისა, რომ ლეო მესი "იუვეში" გადავიდეს

რა შანსებია იმისა, რომ ლეო მესი "იუვეში" გადავიდეს

უკანასკნელ საათებში პრესა აფეთქებულია. მნიშვნელობა არ აქვს რომელ საფეხბურთო საიტს ესტუმრებით, ან რომელ პოპლარულ სპორტულ ჟურნალს გადაშლით, ყველაგან ლიონელ მესიზე საუბრობენ.

უკვე არერთი პრესა ადასტურებს, რომ მესიმ "ბარსელონას" წასვლის შესახებ ამცნო.

ეს კი სხვა კლუბებს, განსაკუთრებით კი გრანდებს უხსნით შანსს.

სხვა გუნდებს რომ თავი დავანებოთ, მისი "იუვენტუსში" გადასვლის შანსიც არსებობს, მართალია მცირე, მაგრამ ასე თუ ისე საინერესოც.

თუ ლიონელ მესიმ მოისურვა მისი კარიერის უშუალო კონკურენტის გუნდის წევრად გახდომა, შესაძლოა მანაც "შავ-თეთრის" მაისური მოირგოს.

წარმოიდგინეთ, რამდენ ქომაგს სურს და აინტერესებს მათი ერთად ხილვა. თანამედროვე ფეხბურთის ორი ყველაზე დიდებული ფეხბურთელი შესაძლოა ერთ კლუბში მოხვდეს, ამის შანსი კი ახლა ყველაზე რეალურია.

თუ არგენტიელი კლუბს დატოვებს, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ იგი უშუალო კონკურენტის რიგებში გადავიდეს, მაგალითად "რეალი", ან "ატლეტიკო". თადარიგშია ასევე სიტიც, მაგრამ მათ სატრანსფერო ბანიდან გამოძრომა ძლივს მოახერხეს, ასე რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი სოლიდური თანხა გაიღონ. ამისათვის მათ ძალიან ბერვი ვარკსვკვლავის გაშვება მოუწევთ.

რამდენიმე წყაროს ცნობით ლიონელს შეუძლია კლუბი უფასოდ დატოვოს, მაგრამ ამისი შანსი მას 10 ივნისამდე ჰქონდა, ახლა კი მის შესაძენად 700 მილიონი ევროა საჭირო.

ამ საკთხზე იურისტები მუშაობენ. 700 მილიონი, ეს ის თანხაა, რასაც არც ერთი კლუბი გადაიხდის და კატალონიელები ასე იზღვევენ თავს, მაგრამ, დიდი ალბათბით, ეს რიცხვი დაიწევს, თუ მესიმ სურვილი გამოავლინა და შესაბამისი ხალხი ჩაერთო საქმეში.

მოდით, დავუბრუნდეთ კვლავ "იუვე" - მესის თემას. დავუშვათ, არგენტინელი დათანხმდა "ბიანკონერის" რიგებში გაწევრიანებას. განა აქვს "ბებერ ქალბატონს" იმდენი სახსრები, რომ ჯერ ესერთი, შეისყიდოს, შემდეგ კი სოლიდური ხელფასი უხადოს ფეხბურთელს?

ლიონელი კლუბში არანაკლებ 30 მლნ ევროს მოითხოვს, მისი ხელფასის ზრდა კი კრიშტიანუსაც მოანდომებს, რომ მასზე დიდი დატვირთვა სხვას არ ჰქონდეს კლბში, რაც საბოლოოდ შესაძლოა კონფლიქტამდე, ან შეუთანხმებლობამდე მივიდეს.

ჯერ ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, მესი "ბარსელონას", დიდი ალბათობით, დროს აძლევს, რათა ბართმომეუ გაათავისუფლონ. სულ ახლახანს დასრულდა კატალონიური გრანდის ბოსების შეხვედრა, საიდანაც რამდენიმემ პოსტი დატოვა, ზოგმა კი უნდობლობა გამოუცხადა კლუბის პრეზიდენტს.

სიახლეები ელვისებური სისწრაფით ნახლდება. ყველაფერს მალე აეხდება ფარდა.

  

5 თვის წინ
634 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 საინტერესო ტრანსფერი და სუპერი კი იქნება ორი უცხო პლანეტელი ერთ გუნში
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ