logo

ითამაშებს თუ არა კიელინი ჩემპიონთა ლიგაზე?!

ითამაშებს თუ არა კიელინი ჩემპიონთა ლიგაზე?!

27 თებერვალს ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამართავს. იტალიელი გიგანტები საფრანგეთს ეწვევიან და "ლიონის" დამარცხებას შეეცდებიან. 

მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის" კაპიტანი კიელინი ამ დროისთვის ტრავმირებულია, თუმცა გავრცელდა სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაპიტანი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაბრუნდება. 

"Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, ვეტერანი მცველი სრულ რეაბილიტაციას დაელოდება და მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობის მიღება იქნება. 

კიელინიმ ბოლოს, სეზონის სტარტზე, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა "პარმას" წინააღმდეგ და შეხვედრის ერთადერთი გოლიც თავად შეაგდო.

"იუვე" მომდევნო მატჩს სერია A-ს ეგიდით, "ვერონას" წინააღმდეგ ითამაშებს. ტურინული გუნდი ამჟამად პირველ ადგილზეა 54 ქულით. მისი უახლოესი მდევარი მილანის "ინტერია", რომელიც ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.

5 თვის წინ
415 / 0
ავთანდილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ