logo

ბერნანდესკიმ "იუვეს" მტრები აქო

ბერნანდესკიმ "იუვეს" მტრები აქო

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნანდესკიმ მილანის "ინტერი" და რომის "ლაციო" შეაქო მათი შესანიშნავი ფორმის გამო და აღნიშნა, რომ მაღალ პოზიციებს ცხრილში დამსახურებულად იკავებენ.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატს 54 ქულით ლიდერობს და მისი უახლოესი მდევარი სწორედ "ინტერია" 51 ქულით. რაც შეეხება "ლაციოს", ისინი "ბებერ ქალბატონს" 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. გამომდინარე აქედან, ალბათ არცერთი "იუვენტინოსთვის" არაა სასიამოვნო "იუვეს" ფეხბურთელის მხრიდან მილანელების და რომაელების ქება.

"ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და ამას დავამტკიცებთ, მაგრამ "ინტერი" და "ლაციო" დიდებული გუნდები არიან. ეს ჩვენ გვეხმარება, რათა შეცდომები არ დავუშვათ." – განაცხადა იტალიელმა შემტევმა.

ფედერიკო ტურინულ გუნდს 40 მილიონი ევრო 2017 წელს დაუჯდა. 25 წლის მოთამაშეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი აქვს ჩატარებული.

6 თვის წინ
619 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-