
იტალიური წყაროები იუწყებიან, რომ მესისა და "იუვენტუსს" შორის კავშირი წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის.
თუ არგენტინელი ფეხბურთელი ტურინში თამაშს მოინდომებს, ტრანსფერს ხელს არაფერი შეუშლის.
დიახ, მისი გამოსასყიდი თანხა 700 მილიონზე მეტია, მაგრამ წყაროები იუწყებიან, რომ ეს საკითხი მოგვარებადია და იმ შემთხვევაში თუ ლიონელი მართლა მოისურვებს "იუვენტუსის" ბანაკში ჩარიცხვას, პრობლემა არ იქნება.
როგორ გადაუხდის "იუვე" პლანეტის ორ საუკეთსო ფეხბურთელს ხელფასს ერთად? ეს ძალიან რთულია არაა, მაისურების გაყიდვითა და ახალი სპონსორების წყალობით არგენტინელის ხელფასი მარტივად იქნება დაფარული.
ასე რომ, მხოლოდ მესის სურვილია საჭირო და მეტი არაფერი.