logo

კლოპმა ემრეს ტრანსფერი შეაფასა

კლოპმა ემრეს ტრანსფერი შეაფასა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "იუვენტუსმა" ემრე ჩანი გაუშვა. 31 იანვარს გერმანელმა ნახევარმცველმა სეზონნახევრიანი ტურინული კოშმარი დაასრულა და იჯარით "დორტმუნდში" გადავიდა. 

ემრე ჩანს მაურისიო სარი სათამაშო დროს თითქმის საერთოდ არ აძლევდა. გერმანიის ბუნდესლიგაში ფეხბურთელი ზაფხულამდე დარჩება და სავარაუდოდ შემდეგ მუდმივ კონტრაქტს გააფორმებს რომელიმე გუნდთან. მისი შეძენით დაინტერესებულნი ჩრდილოეთ ლონდონიდან არიან.

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღნიშნული ტრანსფერი შეაფასა და მას ორივე მხარისთვის მომგებიანი უწოდა. მოგეხსენებათ, ემრე ჩანი მერსესაიდული გუნდის ღირსებას 4 წლის განმავლობაში იცავდა და გარდა ამისა "დორტმუნდსაც" თავკაცობდა.

"ბედნიერი ვარ ამით. ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი სიტუაციაა. ემრე ამ გუნდს კარგად ერგება." – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

5 თვის წინ
571 / 0
ავთანდილი
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 48
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); ალექს სანდრო (დაბრუნდება ივლისში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ