ტურინის "იუვენტუსი" ნახევარდაცვის გაძლიერებას აქტიურად ცდილობს. არაერთგზის დაიწერა პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე "მანჩესტერ იუნაიტედიდან". ამჯერად კი საქმე სხვა ინგლისური გრანდის ფეხბურთელს შეეხება.
საუბარია ჟორჟინიოზე, რომელიც ლონდონის "ჩელსიში" ირიცხება და მისი ვიცე-კაპიტანი და ლიდერია. იტალიელს მაურისიო სარისთან ერთად "ნაპოლიში" და სწორედ "ჩელსიში" უმუშავია, თუმცა როგორც ჩანს სარის ეს ურთიერთობა არ ეყო.
ჟორჟინიოს შესაძლო ტრანსფერზე Tuttomercatoweb-თან თავად ფეხბურთელის აგენტმა, ჟოაო სანტოსმა გააკეთა მინიშნება.
იტალიელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 38 მატჩიდან 37-ში ითამაშა.