"იუვენტუსს" "სამდორიასთან" ძირითადის 4 ფეხბურთელი დააკლდება

"იუვენტუსს" "სამდორიასთან" ძირითადის 4 ფეხბურთელი დააკლდება

როგორც მოგეხსენებათ, ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ტურინის "იუვენტუსი" 20 სექტემბერს "სამპდორიასთან" გამართავს.

დიდი ალბათობით, ტურინელები მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდებიან.

შეტევის ხაზში ტურინელებს, დიდი ალბათობი, პაოლო დიბალა და ბერნარდესკი დააკლდებიან, მათი დაბრუნების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. საქმე გვაქვს ტრავმებთან.

დაცვის ხაზში კი, როგორც მოსალოდნელი იყო არ იქნება მატიას დე ლიხტი, რომლის ტრავმაც სერიოზულია და ის კლუბს ნოემბრის ბოლოს დაუბრუნდება.

ასევე საეჭვოა დე შილიოს თამაში, რომელსაც ოფიციალური ვერსიით კუნთის ტრავმა აქვს, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია მისი "რომაში" ტრანსფერის შესახებ და შესაძლოა სწორედ ეს გახდეს იტალიელი მცველის განაცხადს მიღმა დატოვების მიზეზი.

3 თვის წინ
417 / 1
user
Baqar89 დიბალას დანაკლისი მართლა ცუდია
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში. დემირალი - დაბრუნდება "დინამო კიევთან"

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ