logo

მაკკენი, კულუსევსკი და ფრაბოტა - პირლოს შედეგიანი გათვლა

მაკკენი, კულუსევსკი და ფრაბოტა - პირლოს შედეგიანი გათვლა

ანდრეა პირლომ სერია ა-ს პირველ მატჩში, "სამპდორიასთან" სამი ახალგაზრდა ახალწვეული დააყენა და მატჩის შემდეგ ამაზე კომენტარიც გააკეთა.

მედია არაერთ სავარაუდო შემადგენლობას ავრცელებდა დღეების განმავლობაში, თუმცა მათ უმრავლესობაშ მაკკენი, კულუსევსკი და ფრაბოტა სასტარტოს ფეხბურთელებად არ მოიაზრებოდნენ. 

მედიის აზრით პირლო მის სადებიუტო მატჩში გამოცდილ და შეთამაშებულ ფეხბურთელებზე გააკეთებდა აქცენტს.

თუმცა აღნიშნული ფეხბურთელების ძირითადში დაყენებამ შედეგი გამოიღო, მათ გადამწვეტი როლი ითამაშეს "იუვენტუსის" წარმატებაში.

კულუსევსკის მხოლოდ 13 წუთი დასჭირდა სადებიუტო გოლის გასატანად. ფრაბოტა მთელი მატჩის განმავლობაშ მთელ ფლანგზე მუშაობდა, ამერიკელმა კი მეორე გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა, სწორედ მისი დარტყმულის მოგერიების შემდეგ მიუვიდა ბურთი ბონუჩის ცარიელ კართან.

"ფრაბოტას დაყენება რისკი არ იყო, მე ვხედავდი როგორ ვარჯიშობდა ის და ამიტომ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში."

" მაკკენი უფრო მეტი დღის განმავლობაშ ვარჯიშობდა, ვიდრე სხვა ფეხბურთელები და ფიზიკურად ყველაზე კარგად მზად დღევანდელი მატჩისთვის სწორედ ამერიკელი იყო" - განაცხადა პირლომ მატჩის შემდეგ ინტერვიუში.

1 თვის წინ
254 / 1
გიორგი მიქავა
user
Baqar89 მოკლედ გილოცავთ პირველ სამ ქულას პირლოს დებიუტი კარგი გამოდგა და ჯერ არანაიირი უფლება არ მაქ ჩემი გუნდის თემაში რო არ მომეწონს და გავაკრიტიკო ყველა მაგრები ხართ კულესვკი ნამდვილად არ ველოდი ასე მალე თუ დაიწყებდი იუვეს ბალეშიკების გახარებას დიბლა ახლა კონკურენტი გოლებში მარტო რონალდუ აღარ გეყოლება პირლო ძაან მაინტერესებს სამივის ერთად მოდანზე რას მოუხერხებ მაგარი ხარ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 35
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ალექს სანდრო - დაბრუნდება ნოემბერში. დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში. კრიშტიანუ - დაბრუნდება ნოემბერში. კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

დემირალი - გამოტოვებს პირველ მატჩს "ფერენცვაროშთან".

-