logo

როდის შედგება მორატას პირველი შეხვედრა დაბრუნების შემდეგ?

როდის შედგება მორატას პირველი შეხვედრა დაბრუნების შემდეგ?

როგორც უკვე ცნობილია, ალვარო მორატა ოფიციალურად გახდა "იუვენტუსის" ფეხბურთელი.

ესპანელი თავდამსხმელი თანაგუნდელებს უკვე შეხვდა სავარჯიშო ბაზაზე.

ალვარომ ივარჯიშა კიდეც, თანაც სრული დატვირთვით, რაც ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ.

დიდია შანსი იმისა, რომ მორატა "რომას" წინააღმდეგ შეხვედრაში ვიხილოთ, რადგან პაულო დიბალას ტრავმის გამო ტურინელებს სასტარტოსთვის თავდამსხმელი არ ჰყავთ.

"სამპდორიასთან" შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორობა კულუსევსკიმ შეითავსა, მაგრამ არის შანსი იმისა, რომ მან უკან დაიწიოს და მის ამჟამინდელ ადგილზე სწორედ ალვარო დადგეს.

ყველა ვარიანტში, იგი განაცხადში იქნება. თუმცა თუ "რომასთან" არ ითამაშა, სერია ა-ს მესამე ტურში აუცილებლად ვიხილავთ.

1 თვის წინ
273 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 ვნახოთ როდის ექნება დებიუტი თავიდან
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 28
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-