logo

ბოლო 20 წლის 11 საუკეთესო უფასო ტრანსფერში "იუვენტუსის" ტრანსფერებიც მოხვდა

ბოლო 20 წლის 11 საუკეთესო უფასო ტრანსფერში "იუვენტუსის" ტრანსფერებიც მოხვდა

PlanetFootball-მა 200 წლის შემდეგ საუკეთესო 11 უფასო ტრანსფერი დაასახელა. გასაკვირი არ არის, რომ ამ სიაში "იუვენტუსის" მიერ განხორციელებული ტრანსფერებიცაა.

ტურინელები სწორედ მათი სატრასნფერო სტილით არიან გამორჩეული. ბოლო პერიოდშიც ტურინელებმა არაერთხელ დაიმატეს მაღალი დონის ფეხბურთელი უფასოდ, როგორებიცაა მაგალითად აარონ რემზი, თუმცა უალსელის ადგილი სიაში არ მოიძებნა.

გასაკვირი არ არის, რომ სიას სათავეში უდგას იტალიური ფეხბურთლის ლეგენდა და ამჟამად "იუვენტუსის" მწვრთნელი ანდრეა პირლო. 

იტალიელი ნახხევარმცველი 2011 წელს "იუვენტუსში" "მილანიდან" გადმობარგდა და მას შემდეგ ყველა სეზონში სერია ა-ს ტიტული მოიგო. პირლოს ყოფილმა კლუბმა კი ნელ-ნელა დაღმასვლა დაიწყო.

სიის შუაში კი იმყოფება პოლ პოგბა, რომელიც რამდენიმე მხრივ შეიძლება დასახელდეს ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად.

ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, პოგბას უმაღლესი სათამაშო დონეა. მეორე მიზეზი კი ფინანსური შემოსავალია. "იუვენტუსმა" პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2012 წელს უფასოდ დაიმატა, 4 წლის შემდეგ კი სარეკორდო ფასად, 89 მილიონად მიჰყიდა კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედს". 

შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში "წითელი ეშმაკის" წოდება ტურინელებს უფრო მოუხდებოდათ. ინგლისელებს კი თავის აღზრდილ ფეხბურთელში სარეკორდო 89 მილიონის გადახდა მოუწიათ.

3 კვირის წინ
224 / 1
გიორგი მიქავა
user
Baqar89 ამაში იუვეს კონკურენციას ვერავინ გაუწევს
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-