logo

პირლოს კომენტარი დიბალას ტრავმაზე და "რომასთან" თამაშის შანსებზე

პირლოს კომენტარი დიბალას ტრავმაზე და "რომასთან" თამაშის შანსებზე

პირლოს "იუვენტუსი" სერია ა-ს მეორე ტურში "რომას" დაუპირისპირდება.

მატჩის წინ ტურინელთა იტალიელმა თავკაცმა პაოლო დიბალას დაბრუნებაზე და მისი "რომასთან" თამაშს შანსებზე ისაუბრა.

"დიბალა უკვე დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ახლა დანამდვილებით ვერ გეტყვით მიიღებს თუ არა არგენტინელი მატჩში მონაწილეობას."

"ხვალ დილით ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტთ შევიყვანთ თუ არა პაოლოს განაცხადში და მიიღებს თუ არა გარკვეულ დროს."

"განაცხადის შერჩევისას ყურადღებას არა ფეხბურთელების სახელებს, არამედ მათ სათამაშო ფორმას და ფიზიკურ მდგომარეობას ვითვალისწინებ."

"ხვალისთვის განაცხადში მოხვდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან მზად თამაშისთვის იმ მომენტში" - განაცხადა პირლომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.


1 თვის წინ
299 / 1
გიორგი მიქავა
user
Baqar89 უკვე მომწონხარ სწორი მიდგომაა ეგრე უნდა იყოს შენ მემგონი მართლა გინდა დიდი ტრენერი გამოხვიდე და იმედია ასეც იქნება
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 32
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პაულო დიბალა - დაბრუნდება სექტემბრის ბოლოს; დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-