logo

"ვერონა" V. "იუვენტუსი": საინტერესო ფაქტები

"ვერონა" V. "იუვენტუსი": საინტერესო ფაქტები

8 თებერვალს ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატში მორიგ მატჩს გამართავს. "ბებერი ქალბატონი" სტუმრად "ვერონას" დამარცხებას შეეცდება. გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკებს აღნიშნული დაპირისპირების შესახებ.

• "იუვენტუსმა" ბოლო 13 შეხვედრაში, რომელშიც "ვერონას" სერია A-ს ეგიდით დაუპირისპირდა, მეტოქის კარი ცამეტივე ჯერზე აიღო და ჯამში 27 გოლი გაუტანა.

• "ვერონამ" ბოლო საშინაო მატჩი სერია A-ში "იუვესთან" წაგებით დაასრულა და ახლოსაა, ეს ზედიზედ მეორედ დაემართოს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

• "ვერონა" სერია A-ში შვიდი მატჩია არ დამარცხებულა. ასევე ისინი ბოლო 3 საშინაო მატჩს არ აგებენ ლიგაში.

• "იუვენტუსი" და "ვერონა" საშუალოდ ყველაზე ადრე მიმართავენ პირველ ცვლილებას. "იუვე" ამას საშუალოდ 48-ე წუთზე აკეთებს, ხოლო მათი მეტოქე 53-ეზე.

• "ვერონას" თავდამსხმელს ჯამპაოლო პაცინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ 6 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული იტალიის ჩემპიონატში (4 გოლი, 2 ასისტი).

• პაოლო დიბალას სერია A-ს ბოლო 5 შეხვედრაში გოლი ვერ გააქვს.

1 თვის წინ
267 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 114
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ