logo

იტალიის სპორტის მინისტრი რონალდუს ადანაშაულებს

იტალიის სპორტის მინისტრი რონალდუს ადანაშაულებს

იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩეკო სპადოფორა "იუვენტუსის" ვარკსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს სახალხოდ სდებს ბრალს.

მან ინსტაგრამის ლაივის საშუალებით განაცხადა, რომ მას ბრალს სდებენ კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევაში, მაგრამ პორტუგალიელის თქმით ეს ტყუილია.

კრიშტიანუ ამტკიცებს, რომ იგი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი არ ეკარება ახლოს და ისინი სახლის სულ სხვა სართულზე ცხოვრობენ.

იტალიის ფეხბურთის პრეზიდენტი კი ამ ფაქტს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"პოპულარული ხალხი ბევრ რამეს მალავს, რათა ცუდად არ გამოჩნდნენ, მაგრამ სინამდვილეში იმაზე უარესად იქცევიან, ვიდრე ჩვეულებრივი ხალხი.

"არადა, ასე არ უნდა იყოს. პოპულარობა უბრალო საქმე არაა, ეს პასუხისმგებლობაა, რადგან შენ ბევრისთვის მაგალითი უნდა იყო.

"კრიშტიანუ ცრუობს. დიახ, ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე "იუვენტუსის" ფეხბურთელმა კორონავირუსის პროტოკოლი დაარღვია და სასტუმროდან მაშინ გამოვიდა, როდესაც ეს არ შეიძლებოდა.

"მოდით, არ მინდა ამ თემის გაგრძელება, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ინფიცირებულებს გამოჯანმრთელება ვუსურვო", - განაცხადა იტალიის სპორტის მინისტრმა.

1 კვირის წინ
160 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 ახლა გაიგე რომელია მართალი თუმცა ერთ რამეს კი ვხვდები მარტო ენა გაქთვთ ლამაზი საზოგადობება ნახევარზე მეტი მემგონი გერმანელებზე დამპლები ხართ
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 35
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ალექს სანდრო - დაბრუნდება ნოემბერში. დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში. კრიშტიანუ - დაბრუნდება ნოემბერში. კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

დემირალი - გამოტოვებს პირველ მატჩს "ფერენცვაროშთან".

-