logo

რვა ფაქტი, რაც "იუვე" - "ბარსამ" დაგვანახა

რვა ფაქტი, რაც "იუვე" - "ბარსამ" დაგვანახა

ტურინელებსა და კატალონიელებს შორის დაპირისპირება ესპანელების გამარჯვებით დასრულდა.

გთავაზობთ 8 ფაქტს, რომელიც ამ შეხვედრამ დაგვანახა.

1."იუვემ" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი შეხვედრა ყველაზე ცუდად ითამაშა.

2. პირლომ სათადარიგოთა ფეხბურთელები უფრო ჭკვიანურად უნდა გმაოიყვანოს.

3. ნახევარდაცვას დაბალანსება სჭირდება, რადგან ძალიან არასტაბილურია. არტური ნამდვილად ის არის, ვინც ბურთს იჭერს, მაგრამ "ბარსასთან" მისი არ დაყენება ნამდვილად დიდი შეცდომა იყო, მითუმეტეს მაშინ, როცა იგი კატალონიელებს კარგად იცნობს და თან, პირლომ განაცხადა, რომ მის მითითებებს ყველაზე კარგად სწორედ ბრაზილიელი ასრულებს და იგებს.

4. მორატა ნამდვილად კარგად გამოიყურება, მაგრამ ძალიან არ უმართლებს. ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა თამაშგარედან. იქნებ შესაძლოა პრობლემა სწორედ მასშია? ფაქტია, ამ საკითხზე იგი კარგად დაფიქრდება.

5. კლუბს მოტივატორი სჭირდება მოედანზე და ფაზის დამაგვირგვინებელი. ალბათ ყველა ხვდება ვისზეცაა საუბარი.

6.მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ცუდად გამოიყურებოდა, დანილო მაინც მაღალ დონეზე ასპარეზობდა. ყველასთვის საძულველი ბრაზილიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში საუკეთესოა ტურინელთა რიგებიდან.

7. ბერნარდესკი არის ის "ფეხბურთელი", რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "არაფეხბურთელი". იგი მოედანზე პირდაპირი მნიშნელობით ტყუილად დარბის. იუვენტუსი 9 კაცით თამაშობდა ბარსელონასთან.

8. დიბალას რომ პირლო ჯერ კიდევ არ ენდობა, გამართლებულია მწვრთნელის მიერ. აი, უკვე ორ შეხვედრაში დაიწყო არგენტინელმა სასტარტოდან და ორივეში ძალიან ცუდი პერფომანსი შემოგვთავაზა. ფორმაში ჯერ კიდევ ვერ შედის.

საერთო ჯამში, ბევრი პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც პირლოს არ უნდა შეეშალოს.

4 კვირის წინ
197 / 1
იაკობ ქირია
user
Baqar89 ეს ყველაფერი მალე თუ არ გამოსწორდა წელს საერთოდ ტიტულის გარეშე დავრჩებით
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 57
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ალექს სანდრო - დაბრუნდება ნოემბერში. დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში. კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში. რემზი - დაბრუნდება დეკემბერი/იანვარში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-