logo

მანძუკიჩი: "რატომ არ გადავედი რომელიმე ევროპულ გუნდში?"

მანძუკიჩი: "რატომ არ გადავედი რომელიმე ევროპულ გუნდში?"

როგორც მოგეხსენებათ, მარიო მანძუკიჩმა "იუვე' დატოვა და კარიერას ყატარში გააგრძელებს.

ხორვატმა გუნდის დატოვების შემდეგ დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა.

"საკმარისი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა თუ სად გავაგრძელებდი საყვარელ საქმინაობას. ვიფიქრე, რომ ახალი გამოწვევების დრო იყო. სწორედ ამიტომ ვიუარე ევროპა."

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ამჟამინდელ გუნდს "ალ დაიჰლს", რომელმაც მშვენიერი დღეები მაჩუქა."

"დიდი მადლერი ვარ მეჰდი ბენატიასი, რომელიც აქ დიდი სიყვარულით დამხვდა."

"ის მდგომარეობა, რაც "იუვეში" იყო არ მომწონდა. უთამაშებლობა ჩემთვის უცნაური იყო, რადგან ამას შეჩვეული არ ვიყავი, თუმცა ამ ყველაფერმა ხელი ვერ შემიშალა, იმიტომ, რომ მე მებრძოლი ვარ და ბოლომდე ასეთი ვიქნები.
" - განაცხადა მარიომ.

5 თვის წინ
572 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 71
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-