logo

ანდრეა პირლომ დიბალას შესახებ ისაუბრა

ანდრეა პირლომ დიბალას შესახებ ისაუბრა

21 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატის შეხვედრების ნაწილი გაიმართა. ტურინის "იუვენტუსმა" ალიანს სთედიუმზე "კალიარს" უმასპინძლა.

მატჩი იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. გუნდის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა.

მატჩის შემდეგ "ბიანკონერის" იტალიელმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ პაულო დიბალაზე ისაუბრა. არგენტინელი მოედანზე 69-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად შევიდა.

"როცა დიბალა სრულ მზადყოფნაში იქნება, ის მეტს ითამაშებს. ძველი ვირუსის გამო ის ბოლო 10 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკებს იღებდა. მიუხედავად ამისა, მოედანზე კარგად გამოვიდა და უფრო მეტი ძალა აჩვენა." – განაცხადა პირლომ.

4 დღის წინ
236 / 1
ავთანდილი
user
Baqar89 იმედეია მალე შევა ფორმაში
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 57
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ალექს სანდრო - დაბრუნდება ნოემბერში. დე ლიხტი - დაბრუნდება ნოემბერში. კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში. რემზი - დაბრუნდება დეკემბერი/იანვარში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-