ანდრეა პირლომ არტურის ტრანსფერი შეაფასა

ანდრეა პირლომ არტურის ტრანსფერი შეაფასა

21 ნოემბერს იტალიის ჩემპიონატის შეხვედრების ნაწილი გაიმართა. ტურინის "იუვენტუსმა" ალიანს სთედიუმზე "კალიარს" უმასპინძლა.

მატჩი იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. გუნდის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა.

მატჩის შემდეგ "ბიანკონერის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა არტურზე ისაუბრა. კლუბის ახალწვეულმა მოედანზე 85 წუთი გაატარა.

"არტური ისაა, რასაც ველოდით. ის ლა ლიგიდან მოვიდა, სადაც განსხვავებული გარემოა. მას დრო სჭირდებოდა. მეტოქის პრესინგისგან თავის დასაღწევად ყოველთვის სწორ გამოსავალს პოულობს და ბურთის კარგად ესმის." – განაცხადა პირლომ.

5 თვის წინ
359 / 1
user
Baqar89 იმედია ბევრი არა
loss დანაკლისი
injury

site.travms

დემირალი - დაბრუნდება მაისის ბოლოს

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ