logo

ვინ სურს ხელმძღვანელობას სარის შემცვლელად?

ვინ სურს ხელმძღვანელობას სარის შემცვლელად?

როგორც იცით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა მაურიციო სარის მუშაობით კმაყოფილი არ არის, რის გამოც მის გათავისუფლებაზე საუბარმა იმატა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი ქალბატონის" ბოსებს მწვრთნელად პეპ გვარდიოლა სურთ.

მას  ამ ზაფხულში ალეგრის შემდეგაც ხშირად უკავშრებდნენ "ბიანკონერის", მარგამ მწვრთნელმა განაცხადა, რომ იგი "სიტის" დატოვებას არ აპირებს.

თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება.  შესაძლოა ესპანელ სპეციალისტს არ უნდა ქალაქელების დატოვება, მაგრამ კლუბმა თავად გაუშვას იგი, რადგან "ლივერპულთან" ბრძოლაში ის უკვე დამარცხდა პრემიერ ლიგაში.

ჯერ ამით არაფერია ნათქვამი, ჩემპიონთა ლიგა წინაა, რამაც შესაძლოა სარისა და გვარდიოლას პოზიციები თავიანთ კლუბებში გაამყაროს, ან პირიქით, უფრო შეასუსტოს, ამიტომაც ჯერ კიდევ არის დრო.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გუარდიოლა იტალიურად მშვენიერად საუბრობს, "რომასა" და "ბრეშას" რიგებშიც" უთამაშია და იტალიელ მწვრთნელებთანაც მეგობრობს - საკისა და სარისთან.

ესპანელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აღმართა "ბარსელონას"  წვრთნისას 2009 და 2011 წლებში.

მაგრამ ეს არის ის, რაც "იუვენტუსს" 1996 წლის შემდეგ არ გაუკეთებიათ და რასაც ყველაზე მეტად ნატრობენ და მოელიან ტურინში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  "სიტის" ფინანსური ფაერ ფლეი ემუქრება და, დიდი ალბათბით, მათ  სატრანსფერო ბანი  დაედებათ.


9 თვის წინ
850 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით პირლოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნას?

დადებითად
უარყოფითად
არაფერი შეიცვლება
სულ პასუხები: 57
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიელინი - დაბრუნდება ნოემბერში. დემირალი - დაბრუნდება "დინამო კიევთან"

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-