logo

აგენტი: "ჯეკოს "იუვეში" ტრანსფერი რეალური იყო, მაგრამ მათ სხვა ფეხბურთელი არჩიეს"

აგენტი: "ჯეკოს "იუვეში" ტრანსფერი რეალური იყო, მაგრამ მათ სხვა ფეხბურთელი არჩიეს"

"რომას" თავდამსხმელის, ედინ ჯეკოს აგენტმა, სილვანო მარტინამ გაამხილა, რომ "იუვენტუსი" სერიოზულად იყო დაინტერესებული ფეხბურთელის შეძენით, მაგრამ საბოლოოდ მას სხვა ფეხბურთელი არჩივნეს.

"შემიძლია დავადასტურო, რომ "იუვენტუსი" ჯეკოთი იყო დაინტერესებული და კლუბი მის შეძენას სერიოზულად ფიქრობდა, სანამ კლუბში იგუაინი დაბრუნდებოდა. საბოლოოდ მოლაპარაკებები შეწყდა, მათ არგენტინელი თავდამსხმელი არჩიეს", - განაცხადა სილვანომ.

იგუაინი კლუბში ზაფხულში დაბრუნდა, სერია ა-ს პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში სწორედ ის იყო და სარის ასისტენტმაც, მარტუშელომ აღნიშნა, რომ დიბალა და იგუაინი ერთი დონის ფეხბურთელები არიან.


7 თვის წინ
548 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-