logo

მადეირადან "ოქროს ბურთამდე" - კრიშტიანუს უცნობი ისტორია

მადეირადან "ოქროს ბურთამდე" - კრიშტიანუს უცნობი ისტორია

"ბავშვობიდან შემორჩენილი მოგონებები უმეტესად ჩემს ოჯახთან ასოცირდება. მათი გახსენება ჩემში არა მარტო სიამაყის, არამედ სიამოვნების ელემენტებსაც აღვივებს...

"ნამდვილი ფეხბურთის" თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე ჩემს მეგობრებთან ერთად მადეირას

ქუჩებში ბურთს დავსდევდი. უნდა ავჩერებულიყავით, როცა მანქანა გამოჩნდებოდა. გოლის გატანა არ იყო ჩვენი მიზანი - ვთამაშობდით ფეხბურთს გოლების გარეშე...

ჩემი ყოველდღიურობით უბედნიერესი ვიყავი. მამაჩემი საფეხბურთო კლუბ "ანდორინაში“ მუშაობდა. სწორედ ის იყო მოტივაციის წყარო, რათა ახალგაზრდულ გუნდში მეთამაშა.

პირველივე დღე დიდი გამოწვევების კლასიკური გამოხატულება გამოდგა. საქმე ის იყო, რომ უამრავი წესით ორგანიზებული სპორტის ეს სახეობა ჩემთვის ჯერ კიდევ უცხო იყო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ძალიან მიყვარდა. სათამაშო სტრუქტურას უფრო და უფრო ვერგებოდი - გამარჯვებულის მენტალიტეტი მიყალიბდებოდა...

მამაჩემი ფეხბურთით შთაგონებული ადამიანი იყო. ყველა თამაშის წინ თავისი დიდი წვერითა და სამუშაო შორტებით მაკვირდებოდა. დედაჩემისა და ჩემი დების საპირისპიროდ, მას ეს ძალიან უყვარდა.

მამაჩემი მათ ‘გადმობირებას’ ყოველთვის ცდილობდა. უნდოდა, ოჯახის თითოეულ წევრს ენახა ჩემი თამაში. მახსოვს მომენტები, როდესაც სახლიდან დაბრუნებული ყველას გასაგონად ამბობდა: "კრიშტიანუმ გოლი გაიტანა“ - ეს საოცარი იყო.

- ოჰ, დიდებულია..

- რამდენად გულახდილები იყვნენ, ვერ გეტყვით...

"კრიშტიანუმ ორი გოლი გაიტანა“ - მამაჩემის მომდევნო დაბრუნებები უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა, თუმცა დანარჩენის განწყობა ამ საკითხის მიმართ მაინცდამაინც გასაოცარი არ იყო.. რა უნდა გამეკეთებინა? - ვიცოდი, გოლების გატანა უნდა გამეგრძელებინა...

გატანილი სამი გოლი ამ სიტუაციის გარდამტეხი გამოდგა. თამაშის დაწყებამდე შევამჩნიე, რომ მამაჩემი მარტო არ იყო.. ჩემი ოჯახი პატარა კრიშტიანუს შესაძლებლობების სანახავად მოვიდა - ეტყობოდათ, ფეხბურთის მატჩზე დასწრების გამოცდილება მანამდე არ ჰქონდათ. ერთადერთი რაც მაღელვებდა, მათი იქ ყოფნა იყო...

ამაყი ვიყავი. ამ მოვლენამ ჩემი ცნობიერება შეარყია, მისი მეტამორფოზა განაპირობა. მადეირას ფონზე ლოგიკური იყო, ბევრი ფული რომ არ გვქონდა. ჩემი ძმის დაძველებული ბუცებით, უკეთეს შემთხვევაში კი ბიძაშვილის ნაჩუქარი ფეხსაცმელით ვთამაშობდი. ბავშვობისას ფულზე არ ფიქრობ, შენი მთავარი მოტივაცია ის ემოციაა, რომელსაც კონკრეტულ მომენტში განიცდი.. სწორედ ეს მომენტი ხდება შენი სიძლიერის მთავარი ფუნდამენტი... თავს დაცულად ვგრძნობდი, ვიცოდი, ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა.

წარსულის გახსენება დიდ სირთულესთანაც ასოცირდება. ფეხბურთმა ყველალფერი მომცა, თუმცა ის მსხვერპლგაღებას ითხოვს. 11 წლის ასაკში

"სპორტინგში" წასვლა მომიწია - მზად არ ვიყავი...

ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი ოჯახთან განშორებაა. ანალოგიური რომ ჩემს შვილზე წარმოვიდგინო, დარწმუნებულები იყავით, იმავე გადაწყვეტილებას არ მივიღებდი... ეს საოცარი ტკივილია, ისეთი, ვერანაირი სიტყვა რომ ვერ აღწერს.

ეს ოცნების ახდენის ერთადერთი საშუალება იყო. თითქმის ყოველთვის ვტიროდი. პორტუგალიაში ვიყავი, თუმცა ამ ორ კულტურას შორის აღმოუფხვრელი სხვაობა არსებობდა. საუბრის მანერა მაფიქრებინებდა, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი. არავის ვიცნობდი, ოჯახს კი სულ მცირე 4 თვიანი ინტერვალით ვნახულობდი.. - ეს საშინელება იყო...

ოცნება (ფეხბურთის სახით) იმ მიზნად იქცა, რომელიც ამ მოცემულობასთან საბრძოლოდ მამზადებდა.

ვიცოდი, მოედანზე ისეთი რაღაცის გაკეთება რომ შემეძლო, რაც აკადემიის ბავშვების აღტაცებას იწვევდა. "დაინახე რა გააკეთა? - ნამდვილი ტალანტია“ - მსგავს ფრაზებს თანაგუნდელების გარდა, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებისგანაც ვამჩნევდი, თუმცა... "ის ხომ ძალიან პატარაა“

მართალიც იყო. ძალიან გამხდარი ვიყავი. კუნთი, ფაქტობრივად, არ მქონდა. 11 წლის ასაკში გადავყწვიტე, ბავშვივით აღარ მეცხოვრა. საჭირო იყო, რომ ტალანტი ისე განმევითარებინა, როგორც ეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის იქნებოდა დამახასიათებელი.

არ ვიცი ეს განცდა რამ განაპირობა. გამარჯვების წყურვილი ჩემში არასდროს ნელდებოდა. როდესაც აგებ, "შიმშილის შეგრძნებას“ რადიკალურად გრძნობ... მოგების შემთხვევაში, თითქოს საკვების მცირე ნატეხის მფლობელი ხდები, თუმცა მთავარი ნაწილი ჯერ კიდევ მიუღწეველია - სხვაგვარად ამის ახსნა არ შემიძლია..

საერთო საცხოვრებლიდან გაპარვა და ღამით ვარჯიში ჩემთვის დამახასიათებელი გახდა. უფრო სწრაფი და დიდი გავხდი... 15 წლის ასაკში თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ საუკეთესო ვიქნებოდი - დამცინეს. "სპორტინგის" ძირითად გუნდში არ ვიყავი, თუმცა ამის ყოველთვის მწამდა, განასკუთრებულის შექმნა რომ შემეძლო.

ზედმეტი ემოციურობის გამო დედაჩემი ჩემს მატჩებს თვალს ხშირად ვერ ადევნებდა. რამდენიმეჯერ, მატჩის მიმდინარეობისას, კინაღამ გარდაიცვალა (პირდაპირი გაგებით).

უფრო და უფრო შემიპყრო დიადმა ოცნებებმა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან მინდოდა. საკლუბო დონეზე ყველაზე მეტად პრემიერ ლიგა მხიბლავდა - მანჩესტერ "იუნაიტედში“ თამაში კი საოცრების გვირგვინად მიმაჩნდა. ინგლისური ატმოსფერო, განწყობა და სიმღერა მაჰიპნოზებდა...

პირველი ტიტული საოცარ განცდას იწვევს. მახსოვს "იუნაიტედის“ შემადგენლობაში მოგებული ჩემპიონთა ლიგა - ეს წარმოუდგენელი იყო. იმავეს ვიტყოდი "ოქროს ბურთზეც“, მაგრამ ჩემი მიზნები დაუსრულებელ სახეს იღებდა.. მადრიდით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი. ყოველთვის მსურდა, "რეალის“ შემადგენლობაში ტიტულების მოგებითა და რეკორდების დამყარებით, კლუბის ლეგენდა გავმხდარიყავი.

ჩემი მადრიდული კარიერის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ტიტულების მოგებით

განცდილი ბედნიერება "მამის რანგში“ სულ სხვა კუთხით რეალიზდება ხოლმე. გარდა ფეხბურთელობისა, პირველ რიგში, მე მამა ვარ, რომელსაც თავისი შვილის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგელობა გააჩნია.

მარსელელიტო (მარსელოს შვილი) და კრიშტიანუ ჟუნიორის თანხმიერი აღნიშვნა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ყველაზე ემოციური მომენტი გახლდათ. ისინი ჩვენკენ მორბოდნენ, უნიკალურ ემოციას კიდევ უფრო დიდ სიდიადეს ანიჭებდნენ... - ეს არის ის, რის გამოც ცხოვრება ღირს.

მადრიდული ტრიუმფის მიუხედავად, ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო პროგრესირებს. "იუვენტუსის“ სახით ახალ გამოწვევას შევეჭიდე. იმავე მიზნებითა და დაუსრულებელი განვითარებით, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ტიტულების მოგებაში უნდა დავეხმარო.

"პატარა ბიჭის ოცნება ახდა" - შეიძლება შეგექმნათ წარმოდგენა, რა მოცემულობა უყალიბებს ადამიანს პასუხისმგებლობებს და მის პროპორციულად მოტივაციასაც...".


2 კვირის წინ
85 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჯორჯო კიელინი (დაბრუნდება თებერვალში); დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); სამი ხედირა (დაბრუნდება თებერვალში); დე შილიო (დაბრუნდება თებერვალში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

წითელი ბარათი - როდრიგო ბენტაკური (სერია ა-ს ერთი შეხვედრა)