logo

უცნობი ისტორია - ბერნანდესკის დიაგნოზი, რომელიც მას კარიერის დასრულებას უქადდა

უცნობი ისტორია - ბერნანდესკის დიაგნოზი, რომელიც მას კარიერის დასრულებას უქადდა

ტურინის "იუვნტუსის" ფეხბურთელს ფედერიკო ბერნანდესკის თინეიჯერობისას გულის პრობლემები ჰქონდა. როგორც ცნობილია, ექიმებმა მას უთხრეს, რომ კარიერის გაგრძელებას ვერასდროს შეძლებდა.

ბერნანდესკიმ წარსულის შესახებ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და მისი ცხოვრების ყველაზე რთული 6 თვე დაასახელა.

"16 წლის ვიყავი, როდესაც ფიზიკური დატვირთვის დროს მედიკოსებმა რაღაც არაბუნებრივი შეამჩნიეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩემი გული გადიდებული იყო - ექიმებმა მითხრეს, რომ ამ დიაგნოზის ფონზე ჩემი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.

6 თვე არ უნდა მევარჯიშა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პერიოდია, როდესაც ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი. საბედნიეროდ, სწორი რეჟიმისა და მკურნალობის ხარჯზე, შევძელი, რომ პრობლემა გადამელახა" - ამბობს ბერნანდესკი.


7 თვის წინ
598 / 0
იაკობ ქირია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-