logo

ჩალჰანოღლუმ ფოტო გამოაქვეყნა! – თურქი პენალტს აპროტესტებს

ჩალჰანოღლუმ ფოტო გამოაქვეყნა! – თურქი პენალტს აპროტესტებს

13 თებერვალს კოპა იტალიას ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "იუვენტუსი" სან სიროს ეწვია და "მილანს" დაუზავდა.

"იუვე" ბოლო წუთებამდე აგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველივე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა. 

"მილანის" თურქმა ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "უკომენტაროდ".

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფოტო 26 წლის ფეხბურთელმა მოგვიანებით გააქრო.

იტალიის თასის ფინალისტის ვინაობა საბოლოოდ 4 მარტს გაირკვევა. 


3 თვის წინ
773 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 29
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ