logo

"არანაირი პენალტი!" – ყოფილმა მსაჯმა ეპიზოდი შეაფასა

"არანაირი პენალტი!" – ყოფილმა მსაჯმა ეპიზოდი შეაფასა

13 თებერვალს "იუვენტუსი" სან სიროზე "მილანს" დაუპირისპირდა. ტურინული გრანდი მატჩის მიწურულამდე აგებდა, სანამ კრიშტიანუ რონალდუმ 91-ე წუთზე პენალტი გოლად არ გარდასახა.

აღნიშნულ პენალტს დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. აღნიშნულ ეპიზოდს ყოფილი მსაჯი ტიციანო პიერიც გამოეხმაურა.

"არანაირი პენალტი არ იყო დასანიშნი. მსგავსი ეპიზოდი მსაჯების შეკრებაზე განვიხილეთ, სადაც რიცოლიმ მსგავსი ეპიზოდი გაარჩია ("კალიარი" – "ბრეშა"), რომელშიც პენალტი არ დაინიშნა." – აღნიშნა პიერიმ. 


"კალიარი" – "ბრეშა"


"მილანი" – "იუვენტუსი"

აღნიშნული შეხვედრის მთავარი არბირტი პაოლო ვალერი იყო. გუნდები ფინალისტის ვინაობას 4 მარტს, ტურინში გაარკვევენ. 

3 თვის წინ
1075 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 23
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ