logo

რაიოლამ პოგბას მომავალი გუნდი დაასახელა!

რაიოლამ პოგბას მომავალი გუნდი დაასახელა!

მინო რაიოლა არაერთი ცნობილი სუპერვარსკვლავის აგენტია. მათ შორის არის პოლ პოგბაც, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავს.

პოგბა "იუვენტუსში" 2012-2016 წლებში გამოდიოდა და საბოლოოდ ინგლისურ კლუბში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მანჩესტერში ფრანგი ნახევარმცველი თავს ბედნიერად არ გრძნობს. მას აქტიურად უკავშირებენ კვლავ "იუვენტუსს". ხოლო მისმა აგენტმა ფაბრიციო რომანოს საინტერესო რამ გაუმხილა.

პოგბა იტალიაში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში. იტალია მისი მეორე სახლივითაა. ამიტომ უნდა დაბრუნდეს "იუვეში" ის." – თქვა მინო რაიოლამ.

ეს სიტყვები პირდაპირ მიანიშნებს 26 წლის ფეხბურთელის ტურინში გადაბარგების ძალიან მაღალ ალბათობაზე.

1 თვის წინ
1463 / 0
ავთანდილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 114
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემირალი (დაბრუნდება აგვისტოში); იგუაინი(დაბრუნდება მარტში); დუგლას კოშტა (დაბრუნდება მარტში) პიანიჩი (დაბრუნდება მარტში)

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ