პირლო: "აი, როგორ დავამარცხეთ "მილანი"

პირლო: "აი, როგორ დავამარცხეთ "მილანი"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ახსნა, თუ როგორ შეძლო დაუმარცხებელი "მილანის" დამარცხება.

"როგორ დავამარცხეთ დაუმარცხებელი გუნდი? პირველ რიგში შემართებით. ამ შეხვედრისთვის ბევრს ვემზადებოდით და შემართებაც უზომო გვქონდა.

"ჰერნანდესი უნდა გაგვეჩერებინა, ეს ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რასაც კარგად გაართვეს ბიჭებმა თავი. 

"გარდა ამისა, მაქსიმალურად შევეცადე, ბარათიანი ფეხბურთელები შემეცვალა. იმის გამო, რომ ხშიტად ნაკლულა კაცით ვრჩებით, ბევრი ქულა დავკარგეთ, ამისგან თავი უნდა დავიზღვიოთ. 

"მაგალითად, ბენტაკური აჭრილი იყო და ძლივს გადარჩა, რომ მეორე ყვითელი არ მიეღო. დაიღალა კიდეც, რის გამოც აუცილებლად მომიწია მისი შეცვლა

"კიეზას მზირე ტრავმა ჰქონდა კუნთზე, რის გამოც გადავწყვიტე, 90 წუთი არ დამეტოვებინა მოედანზე და რისკის ქვეშ არ დამეყენებინა მისი ჯანმრთელობა. იგი ძალიან გვჭირდება. 

"დიბალა? მართალია, ნელ-ნელა ფორმაში დგება და მაღალ დონეს უბრუნდება, მაგრამ 100%-ით არ აჩვენებს თავის შედეგს, ჯერ კიდევ აქვს ამისთვის დრო. მისი კონტრაქტი? ეს მე არ მეხება", - განაცხადა პირლომ.

2 კვირის წინ
465 / 0
იაკობ ქირია
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ