6 იანვარს ტურინის "იუვენტუსმა" შესაძლოა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. იტალიური გრანდი სან სიროს ეწვია და მასპინძელი "მილანი" 1:3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ფედერიკო კიეზამ ორი გოლი გაიტანა, პაულო დიბალამ კი ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. სხვადასხვა გავლენიანმა იტალიურმა გაზეთებმა ისინი ასე შეაფასეს:
კიეზა
- Gazzetta dello Sport – 8
- Corriere dello Sport – 8
- Tuttosport – 8
- Corriere dello Sera – 8
დიბალა
- Corriere dello Sport – 7
- Tuttosport – 7
- Corriere dello Sera – 7
- Gazzetta dello Sport – 6,5
ამ დროისთვის "იუვენტუსს" 15 მატჩის შემდეგ 9 მოგება, 6 ფრე და 1 წაგება აქვს. გუნდი 30 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.