პირველი იანვრის შემდეგ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. ტურინის "იუვენტუსი" აქტიურად ეძებს თავდამსხმელს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, პარატიჩი "ჯენოასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას "იუვეში" ელდორ შომუროდოვის ხილვა სურს.
25 წლის უზბეკი შემტევი სერია A-ში ოქტომბერში გადმოვიდა. იგი წარსულში რუსული "როსტოვის" და უზბეკური "ბუნიოდროკის" ღირსებას იცავდა.