10 იანვარს იტაილიის ჩემპიონატის მატჩში ტურინის "იუვენტუსმა" 3:1 დაამარცხა "სასუოლო". გოლები იტალიური გრანდის სასარგებლოდ დანილომ, რემზიმ და რონალდუმ გაიტანეს.
აღნიშნულ შეხვედრაში ფედერიკო კიეზამ და უესტონ მაკკენიმ დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანის დაბრუნება "ინტერთან" იგეგმება.
ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ "ბიანკონერი" მეოთხე პოზიციას იკავებს. ანდრეა პირლოს გუნდს 33 ქულა აქვს.