10 იანვარს იტაილიის ჩემპიონატის მატჩში ტურინის "იუვენტუსმა" 3:1 დაამარცხა "სასუოლო". გოლები იტალიური გრანდის სასარგებლოდ დანილომ, რემზიმ და რონალდუმ გაიტანეს.
აღნიშნულ შეხვედრაში პაულო დიბალამ დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა. როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელი 3 კვირას იუქმებს. იგი ვერ დაგვეხმარება თასზე, ლიგაში "ინტერთან" და სუპერთასზე "ნაპოლისთან".
ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ "ბიანკონერი" მეოთხე პოზიციას იკავებს. ანდრეა პირლოს გუნდს 33 ქულა აქვს.