"მანჩესტერმა" პოგბას ფასი დაადო

"მანჩესტერმა" პოგბას ფასი დაადო

მას შემდეგ, რაც პოლ პოგბამ "იუვენტუსი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, სატრანსფერო ფანჯარას არ ჩაუვლია ჭორების შესახებ. ტურინელები ფრანგ ნახევარმცველს ვერ ელევიან.

ჯერ იყო და პოგბას უკმაყოფილებაზე იწერებოდა, რასაც მისი აგენტიც ადასტურებდა და მინო რაიოლა "იუვეს" პოლის სახლად მოიხსენიებდა. შემდეგ კი "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთელი გუნდს ეკუთვნის და არა აგენტს. მიუხედავად ამისა, ოლე გუნარ სულშერს პოგბასთვის სათამაშო დრო არ ემეტება.

სანამ 27 წლის მსოფლიო ჩემპიონით "იუვენტუსი", "რეალი" და "პსჟ" ინტერესდებიან, "იუნაიტედმა" მას ფასი დაადო. "Express Sport"-ის ინფორმაციით, ნისლიანი ალბიონის მკვიდრებს 75 მილიონიანი ხეირის ნახვა სურთ.

1 კვირის წინ
747 / 0
ავთანდილი
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ