13 იანვარს კოპა იტალიას მერვედფინალური მატჩების ნაწილი გაიმართა. ტურინის "იუვენტუსმა" "ჯენოა" 3:2 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დეიან კულუსევსკი დასახელდა, რომელმაც გოლი გაიტანა და ასისტიც გააკეთა. ყველაზე ცუდ მოთამაშედ კი უესლი მიიჩნიეს.
ანდრეა პირლოს გუნდი მომდევნო მატჩა "ინტერის" წინააღმდეგ იტალიის ჩემპიონატში გამართავს. "იუვეს" 16 მატჩის შემდეგ 33 ქულა აქვს.