როგორც მოგეხსენებათ, პრესაში დაიწერა, რომ აარონ რემზი სეზონის ბოლოს ტურინიდან აიბარგებოდა.
თუმცა საკმაოდ სანდო ჟურნალისტი რომეო აგრესტი ამ ინფორმაციას უარყობს.
წყაროს ცნობით, "იუვეში" უელსელი ნახევარმცველის ბოლომდე სჯერათ და მას ზაფხულში არ გაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ აარონმა "მილანთან" მატჩი ძირითადში დაიწყო. მართალია მას არაფერი ღირებული არ გაუკეთებია, თუმცა ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია.