5 რეკორდი, რომელსაც რონალდუ 2020 წელს დაამხობს

5 რეკორდი, რომელსაც რონალდუ 2020 წელს დაამხობს

2020 წელიც საკმაოდ დატვირთული იქნება და კრიშტიანუ რონალდუს ნამდვილად დასჭირდება ფორმაში შესვლა, რათა ქვემოთ ჩამოთვლილი რეკორდების დამყარებასთან ერთად დაეხმაროს გუნდს ტიტულების მოპოვებაში. გთავაზობთ 5 რეკორდს, რომლის დამხობაც პორტუგალიელს მომავალ წელს შეეძლება.

5. რონალდუს აქვს შანსი, რომ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ყოფილა პრემიერ ლიგის, ლა ლიგისა და სერია ა-ს ბომბარდირი. სეზონის მძიმედ დაწყების მიუხედავად, კრიშტიანუმ უკვე დააგროვა 10 გოლი. ამ ეტაპზე სერია ა-ს ბომბარდირი ჩირო იმობილეა, რომელმაც უკვე 17 გოლის გატანა მოასწრო. პორტუგალიელს მოუწევს ბევრად უფრო კარგ ფორმაში ყოფნა სეზონის მეორე ნახევრისთვის, რათა შეძლოს ბომბარდირობა.

4. ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე. რონალდუ ამ მხრივ უკვე რეკორდსმენია, მას რვა ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული ლიგაზე, მაგრამ ასევე რვა აქვს ლიონელ მესისაც. ვნახოთ, რომელი შეძლებს ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

3. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტ სეზონში გატანილი გოლი. რეკორდი რაიან გიგზს ეკუთვნის. მან ლიგაზე 16 სეზონში შეძლო მინიმუმ 1 გოლის გატანა, რონალდუ მეორეზეა. 2020/21 წლების სეზონში რონალდუს ექნება უნიკალური შანსი, რომ ამ მხრივაც გახდეს რეკორდსმენი, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მესისაც ამდენივე სეზონში აქვს გოლი გატანილი ლიგაზე.

2. ევროპის ჩემპიონატის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირი. ახლა რეკორდს ორი მფლობელი ჰყავს - მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ 9 გოლის გასატანად პლატინის მხოლოდ 5 მატჩი დასჭირდა, ხოლო კრიშტიანუმ ამ ნიშნულს 21 მატჩის შემდეგ მიაღწია. წინ ევრო 2020-ია და ამ რეკორდის ერთპიროვნული ლიდერი 99.9%-ით რონალდუ გახდება.

1. ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით. რეკორდი ირანელი ფეხბურთელის, ალი დაეის ხელშია. მან 109 გოლის გატანა შეძლო. 2019 წლის დასაწყისში თითქოს არ იყო იმის იმედი, რომ რონალდუ ამ რეკორდის დამხობას შეძლებდა, მაგრამ წელს კრიშტიანუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით საოცარი მატჩები ჩაატარა და მას უკვე 99 გოლი უგროვდება. პირველ ადგილამდე მას მხოლოდ 11 გოლი აშორებს.

1 წლის წინ
1003 / 0
davit
loss დანაკლისი
injury

site.travms

დიბალა - დაბრუნდება თებერვალში. კუადრადო - დაბრუნდება თებერვალში. ალექს სანდრო - დაბრუნდება თებერვალში. დე ლიხტი - დაბრუნდება თებერვალში.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ