კვირას იტალიის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. "იუვენტუსი" სტუმრად "ინტერის" წინააღმდეგ ითამაშებს.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ შეხვედრა 0:1 დასრულდება და გოლს კრიშტიანუ რონალდუ გაიტანს.
16 მატჩის შემდეგ "იუვენტუსს" 33 ქულა აქვს. ტურინელები მეოთხე პოზიციას იკავებენ.