მადრიდის "რეალის" შემტევს ედენ აზარს საინტერესო შეკითხვა დაუსვეს. მას უნდა ეპასუხა, რას აიღებდა კრიშტიანუ რონალდუსგან, ლიონელ მესისგან და ზინედინ ზიდანისგან.
როგორც ჩანს, ბელგიელ ფეხბურთელს ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავში გამარჯვების წყურვილი ხიბლავს. იგი პორტუგალიელისგან სწორედ ამ თვისებას აიღებდა.
გარდა ამისა, აზარმა მესის მარცხენა ფეხი და ზიდანის კლასი მოისურვა.