ფედერიკო ბერნარდესკი გულშემატკივრების გულს ვეღარ იგებს და ვერც სათამაშო დროით დაიკვეხნის. სანამ მის წასვლაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება, "იუვენტუსმა" იტალიელი შესაძლოა გაცვლაში გამოიყენოს.
"იუვე" მოხიბლულია ალეხანდრო გომესით, რომელიც ამჟამად ბერგამოს "ატალანტას" ღირსებას იცავს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელ შემტევს არც გუნდის მთავარ მწვრთნელთან აქვს კარგი ურთიერთობა.
ტრანსფერის შეფერხების მიზეზი ისევ და ისევ ბერნარდესკია. "ატალანტაში" გადასვლა მის პირად გეგმებში არ შედის.