ტურინის "იუვენტუსი" იანვარში მოძლიერებას ცდილობს. გუნდი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა ტრანსფერს ჯერ კიდევ ვერ ასრულებს.
როგორც ცნობილი ხდება, "იუვენტუსის" და "სასუოლოს" წარმომადგენლები ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდებიან. მხარეები სკამაკას თაობაზე ისაუბრებენ.
ფეხბურთელი "იუვეს" იჯარით შეუერთდება. ივნისში ტურინელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ.