20 იანვარს "იუვენტუსი" ტიტულის მოგების შანსს მიიღებს. ტურინელები სუპერთასისთვის "ნაპოლის" შეერკინებიან.
მას შემდეგ, რაც დემირალმა ტრავმა მიიღო, ანდრეა პირლოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. განაცხადს დრაგუშინი დაემატა, რომელსაც ამ სეზონში უკვე უთამაშია.
2019/20 წლების სეზონში "იუვემ" იტალიის ჩემპიონატი მოიგო, "ნაპოლი" კი თასს დაეუფლა. ნეაპოლელებმა ფინალში სწორედ "ბიანკონერი" დაამარცხეს, ამიტომ ტურინულ გრანდს რევანშის შანსი აქვს.