სანამ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, "იუვენტუსი" სუსტი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. ტურინელებს ფორვარდის დამატება სურთ.
გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "იუვენტუსის" და "სასუოლოს" წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხვალ შედგება. მხარეები სკამაკას ტრანსფერს ბოლომდე შეათანხმებენ.
ჯანლუკა სკამაკა ამჟამად იჯარით "ჯენოაში" გამოდის. 22 წლის იტალიელი ფორვარდის ანგარიშზე 13 თამაშში 2 გოლია.