დღეს "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გუნდები იტალიის სუპერთასისთვის იბრძოლებენ.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ტურინელთა დამრიგებელმა წარსულსაც გადაავლო თვალი.
"თუ ზედიზედ 9 წელი ჩემპიონი ვხდებოდით, ეს არ იყო შემთხვევითობა. ყველაფერი დაუღალავი შრომის და დიდი მონდომების შედეგია. იგივე ამბიცია გვაქვს, რადგან "იუვენტუსი" ყოველთვის ტიტულების გუნდია. ჩვენ ისევე გვშია ზედიზედ მეათე ტიტული." – განაცხადა ანდრეა პირლომ.