პირლოს ფაქტობრივად ახალი "იუვენტუსი" ჰყავს ჩაბარებული. განსაკუთრებით ნახევარდაცვის შარშანდელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ რაბიო და ბენტაკური ირჯებიან მიმდინარე სეზონში.
შესაბამისად, ანრეა პირლო ყველანაირ ვარიანტს ცდის და ეძებს, თუ რომელი წყვილი იქნება საუკეთესო ვარიანტი.
დღევანდელ შეხვედრაში "ნაპოლის" წინააღმდეგ, სუპერ თასისთვის ბრძოლაში, იტალიელმა სპეციალისტმა როდრიგო ბენტაკური და არტურო მელო ართად დააყენა.
აღსანიშავია ის ფაქტი, რომ კლუბს არასდროს წაუგია, როცა სასტარტო შემადგენლობაში ეს ორი ფეხბურთელი ერთად მოხვედრილა.
მათ ერთად წარმატებულად ის აქცევს, რომ ორივე ნახვეარმცველს კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა, საბოლოო ჯამში კი ეს "იუვენტუსის" ბურთის ფლობის პროცენტულობას ზრდის და შესაბამისად გოლის ალბათბასაც.