ამ წუთებში მიმდინარეობს იტალიის სუპერთასის მატჩი "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის. პირველმა ნახევარმა გოლების გარეშე ჩაიარა.
არტურმა პირველ ტაიმში საოცარი შედეგი დააფიქსირა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 45 წუთის განმავლობაში 34 პასი გააკეთა და ყველა მათგანი ზუსტი იყო.
იტალიის სუპერთასს ტრადიციულად სერია ა-ს და კოპა იტალიას ჩემპიონები იყოფენ.