რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის. სუპერთასის მატჩში ტურინელებმა ნეაპოლელები 2:0 დაამარცხეს.
კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში მეორე ტაიმში გახსნა, მატჩის მიწურულს კი ალვარო მორატამ საბოლოო წერტილი დასვა.
შედეგად, "იუვენტუსმა" ტიტული მოიპოვა.