დადასტურდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსმა" ტრანსფერი გააკეთა. გუნდმა ახალგაზრდა თავდამსხმელი დაიმატა.
20 წლის შვეიცარიელი ფორვარდი ქრისტოფ ლუნგოი ამჟამად "ლუგანოს" ღირსებას იცავს. იგი იჯარით სეზონის ბოლომდე ამჟამინდელ კლუბში დარჩება.
ფეხბურთელი წარსულში "პორტუს" და "სერვეტის" ღირსებას იცავდა.