logo

"იუვეში" დიდი წმენდაა - იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთარში გუნდს დატოვებენ

"იუვეში" დიდი წმენდაა - იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთარში გუნდს დატოვებენ

იტალიური მედიის ცნობით, "იუვეში" დიდი წმენდა იწყება. დღეს ცნობილი განხდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც დიდი ალბათობით გუნდს ამ ზამთარში დატოვებენ.

მარიო მანძუკიჩი უკვე დაგვემშვიდობა. ის კარიერას ყატარში გააგრძელებს. პრესის ცნობით, კი პირველი ვინც მარიოს გზას გაუდგება ემრე ჯანია.

"ბებერ ქალბატონს" დატოვებს ასევე მატია პერინი, რომელიც საყვარელ საქმიანობას "ჯენოაში" გააგრძელებს.

"იუვეში" საკმაოდ ბევრი მცველი მოგროვდა, თანაც კიელინი თითქმის უკვე გამოჯანმრთელდა. ასე რომ უდიდესი ალბათობით, რუგანი დემირალის წყვილიდან ერთ-ერთი ტურინიდან აიბარგება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრესა "ბიანკონერის" დატოვებას ადრიენ რაბიოსაც უწინასწარმეტყველებს. ფრანგმა გუნდში ადგილი ვერადავერ დაიმკვიდრა. შესაბამისად, დიდად გასაკვირი არ ქინება მისი წასვლა.

ბოლოს კი ვისაუბროთ ყველასგან დავიწყებულ მარკო პიაცაზე, რომელზეც ერთ დროს დიდი ავანსები გაიცა. ხორვატის შეძენით "ბრეშა" ინტერესდება და 99%-ით ის კარიერას სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს.


7 თვის წინ
720 / 0
დათო მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით განახლებულ juve.ge-ს

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 75
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუგლას კოშტა, პაულო დიბალა, დე შილიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ

-