დღეს გამართულ შეხვედრაში "ატალანტამ" სტუმრად "მილანი" 0:3 დაამარცხა. შედეგად, "იუვენტუსი" გამარჯვების შემთხვევაში სხვაობას ლიდერთან შეამცირებს.
ბერგამოელთა მხრიდან გამოსარჩევი ფიგურა იყო კრისტიან რომერო. 22 წლის არგენტინელმა მცველმა, რომელიც "იუვენტუსიდანაა" განათხოვრებული, ჯერ გოლი გაიტანა, მოგვიანებით კი ასისტიც მიითვალა.
"იუვენტუსმა" რომერო 2019 წელს შეიძინა და "ჯენოას" მის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაუხადა. ამჟამად კი ფეხბურთელი იჯარით "ატალანტაშია" და მისი გამოსყიდვა 16 მილიონი ევრო ჯდება.