ანდრეა პირლოს კომენტარი მატჩის წინ

ანდრეა პირლოს კომენტარი მატჩის წინ

დღეს იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გაიმართება. მათ შორის "იუვენტუსი" საკუთარ კედლებში "ბოლონიას" მიიღებს. შეხვედრა შუადღის 4-ის ნახევარზე აიღებს სტარტს.

შეხვედრამდე ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა.

"სუპერკოპას მოგებამ დიდებული ენთუსიაზმი და ეიფორია მოგვიტანა. ჩვენ უკვე სამომავლო გეგმებზე ვართ კონცენტრირებულნი და მატჩისთვის მზად ვართ. ტიტულის მოგება ჩემთვის არაფერს ცვლის და მეტის მოგება მინდა. ჩავარდნები და კარგი პერიოდები გვქონდა, ისევე როგორც ყველა გუნდს ამ სეზონში. მარტივი არაა კონცენტრირებული იყო 90 წუთის განმავლობაში ყოველ სამ დღეში, მაგრამ ვმუშაობთ ამაზე." – განაცხადა იტალიელმა.

17 მატჩის შემდეგ ტურინელებს 33 ქულა უგროვდებათ და მეექვსე პოზიციას იკავებენ. 

1 თვის წინ
150 / 0
loss დანაკლისი
injury

site.travms

კუადრადო - დაბრუნდება მარტის დასაწყისში; ბონუჩი - დაბრუნდება მარტი დასაწისში

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ